ნობელიანტი სუსტი სქესის წარმომადგენლები

პირველი ნობელი მარიე კიურიმ 1903 წელს მიიღო

686349
ნობელიანტი სუსტი სქესის წარმომადგენლები

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სუსტი სქესის საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან როლზე, მაგრამ, არსებული ფაქტიური მდგომარეობა და ციფრები კი სულ სხვა რამეს გვიჩვენებენ.

ასე მაგალითად, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ნობელის პრემია დღემდის მხოლოდ 48 ქალს აქვს მიღებული, როცა მამაკაცების რაოდენობა 822-ია.

ყველაზე მეტი ნობელი ქალებს მშვიდობის (16) და ლიტერატურის (14) ნომინაციებში აქვთ მიღებული, შემდეგ მათ მოჰყვება  ფიზიოლოგია და მედიცინა-12, ქიმია-4, ფიზიკა 1 და ეკონომიკა 1.

პირველ ნობელისტ ქალად ფრანგი ქიმიკოსი მარიე კიური ითვლება, რომელმაც პრემიები 1903 წელს ქიმიის, ხოლო 1911 წელს კი ფიზიკის დარგში მიიღო. მას მოჰყვება მწერალი სელმა ლაგერლოფი, რომელმაც ნობელი 1909 წელს გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოებებისათვის მიიღო.  

ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტი 17 წლის ავღანელი მალალა იუსუფზაია, რომელსაც 2014 წელს თალიბანები თავს დაესხნენ გოგონათა სწავლის პროპაგანდის გამო  



მსგავსი ინფორმაციები