5 მარტი ისტორიაში

5 მარტი ისტორიაში

248363
5 მარტი ისტორიაში

5 მარტი ისტორიაში

1912 წლის 5 მარტს ტრიპოლის ბრძოლაში პირველად იქნა გამოყენებული საჰაერო ბურთები. ეს საჰაერო ბურთები პირველად იტალიის არმიამ გამოიყენა. საჰაერო ბურთები ოსმალეთ-იტალიას შორის მიმდინარე ტრიპოლის ბრძოლის დროს იტალიის არმიამ ოსმალეთის თავდაცვითი სისტემის დასაზვერვად გამოიყენა და რამოდენიმე სურათიც გადაიღო.

1920 წლის 5 მარტს თურქეთში მწვანე მთვარის საზოგადოება ჩამოყალიბდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთში თამბაქოსა და ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვმა ძალიან იმატა, ამიტომ ამ ცუდი თვისებების საწინააღმდეგოდ და ახალგაზრდების გასაფთხილებლად, ასევე ყოველგვარი მავნე ნივთიერებების წინააღმდეგ საბრძოლველად გარკვეული პირების თაოსნობით მწვანე მთვარის ორგანიზაცია იქნა ჩამოყალიბებული.

1933 წლის 5 მარტი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკური კრიზისის დღედ ითვლება. "დიდი დეპრესიის" ანუ მსოფლიო ეკომომიკური კრიზისის დროს, აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა ქვეყნის ყველა ბანკი დახურა და ფინანსური ოპერაციების შეჩერების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. ამ პერიოდში 50 მილიონი ადამიანი უმუშავარი დარჩა და მსოფლიო ვაჭრობის და წარმოების 60% შეჩერდა. ამასთან ერთად დაიხურა ათასობით ბანკი. ამ მოვლენების შემდეგ გერმანიაში ნაცისტურმა რეჟიმმა დაიწყო გაძლიერება, რომელიც მალე გერმანიაში ხელისუფლებაში მოვიდა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა.

1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირის ლიდერი სტალინი მოსკოვში გარდაიცვალა. ისტორიის ყველაზე დიდ დიქტატორად მიჩნეული სტალინი სტუდენტობის პერიოდში სხვადახვა რევოლუციებში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სახელით იღებდა მონაწილეობას. იგი წლების განმავლობაში გადასახლებაში იმყოფებოდა. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ კი იგი რუსეთში დაბრუნდა და ლენინის პარტიას შეუერთდა. ლენინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის სათავეში სტალინი მოვიდა. მან იდეოლოგიური ბრძოლის ფარგლებში ათასობით ადამიანი გადაასახლა ან კიდევ პირდაპირ სიკვდილით დასაჯა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები