UNICEF-მა მიგრანტ ქალებისა და ბავშვების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

UNICEF-მა მიგრანტ ქალებისა და ბავშვების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

682547
UNICEF-მა მიგრანტ ქალებისა და ბავშვების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

UNICEF-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ომების და სიღარიბისგან იძულებით მიგრაციაში წასულ ქალებს და ბავშვებს ეხება. ანგარიშის მიხედვით აფრიკიდან ევროპის მიმართულებით გადასვლის მსურველ მიგრანტ ქალებზე და ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა, შიმშილი და სექსუალური ძალადობები აღინიშნება. მიგრანტები ევროპის ქვეყნებში შესასვლელად ძირითადად იტალიის  გავლით ცდილობენ. ანგარიშის მიხედვით გასული წლის სექტემბრის თვიდან მოყოლებული 250 ათასი მიგრანტი სხვადასხვა დაავადება გავრცელებულ ბანაკებში ცხოვრობენ. ამავე ანგარიშის მიხედვით შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც სხვა მაფიებთან თანამშრომლობენ, მიგრანტთა ბანაკებს აკონტროლებენ და ადამიანების ვაჭრობით ფულს იღებენ. გაეროს მიგრაციის სააგენტოს მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს 181 ათასი მიგრანტი ლიბიიდან იტალიაში გადავიდა, მათ შორისაა 25800 უპატრონო ბავშვიც. ამ მიგრაციის დროს 4500-ზე მეტი ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო.  



მსგავსი ინფორმაციები