26 თებერვალი ისტორიაში

26 თებერვალი ისტორიაში

679298
26 თებერვალი ისტორიაში

26 თებერვალი ისტორიაში

1952 წლის 26 თებერვალს უინსტონ ჩერჩილმა მსოფლიოს განუცხადა, რომ ინგლისი ატომურ იარაღს ფლობდა. მეორე მსოფლიოს ომის წლებში ამერიკა-ინგლისის საერთო ატომური პროექტი, 1940-იან წლებში ამერიკის მიერ პოლიტიკის შეცვლის შედეგად, აღნიშნული პროექტის შესახებ ინგლისისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, ეს ქვეყანა აიძულა თვითონ განევითარებინა ატომური იარაღი. 1952 წლამდე ინგლისი, ამერიკას ატომური იარაღის ერთობლივად წარმოებას სთავაზობდა, მაგრამ ყოველთვის უარყოფით პასუხს იღებდა. ორ ქვეყანას შორის ასეთმა უარყოფითმა მდგომარეობამ ინგლისი აიძულა თავისით ეწარმოებინა ატომური იარაღი. 1952 წელს  მან აწარმოა კიდეც ეს იარაღი და იმავე წლის ოქტომბერში  მისი გამოცდაც ჩაატარა.

1991 წლის 26 თებერვალს სადდამი ოკუპირებული ქუვეითიდან გამოვიდა. სადდამ ჰუსეინმა ბაღდადის რადიოში გაკეთებული განცხადებით,  ერაყის შეიარაღებული ძალების ქუვეითიდან გასვლა დაადასტურა. ერაყის არმიამ 1990 წელს ქუვეითი დაიპყრო, რის გამოც ამ საქმეში გაეროს ძალებიც  ჩაერივნენ და ასე დაიწყო  სპარსეთის ყურის ომი. ეს ომი დაახლოებით თვე ნახევარს გაგრძელდა და საბოლოოდ ერაყის შეიარაღების ქუვეითიდან გასვლით დასრულდა.

1992 წლის 26 თებერვალი ხოჯალის გენოციდის დღეა. აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღში სომეხთა თავდასხმის შედეგად დაახლოებით 1000 აზერბაიჯანის მოქალაქე მოკლეს და ამდენივე დაიჭრა. ისტორიაში ”ხოჯალის გენოციდის” სახელით შესული მოვლენა 1992 წელს მთიანი ყარაბაღიდან რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ დაიწყო. აქ უმრავლესობა სომხები ცხოვრობდნენ. რუსეთის კუთვნილი 366-ე შენაერთიდან გამოქცეული ოთხი რუსი ჯარისკაცის ინფორმაციით, სომხურ მხარეს იარაღით რუსეთი დაეხმარა, რის შედეგადაც 3000-მდე აზერბაიჯანელის მცხოვრებ ხოჯალიში შეიჭრნენ და ეს თავდასხმა განახორციელეს. მოკლედ, 1992 წლიდან მოყოლებული მთიანი-ყარაბაღი სომხეთის ოკუპაციის ქვეშაა და გაეროს ოთხი რეზოლუციის მიუხედავად სომხებს არ გაუნთავისუფლებიათ ეს რეგიონი.

1994 წლის 26 თებერვალს თარიქ ბუღრა გარდაიცვალა. თურქეთის რესპუბლიკის ყველაზე ცნობილი მოთხრობების და ნოველების მწერალი თარიქ ბუღრა ამ დღეს გარდაიცვალა. 1947 წელს მის მიერ გამოცემული ”ნასრეთთინ ხოჯა”-ს სახელწოდების გაზეთით დაიწყო ჟურნალისტობა. შემდეგ კი იგი თურქეთის მაშტაბით სხვადასხვა გაზეთში და ჟურნალში მიმომხილველად და რედაქტორად მუშაობდა. 1979 წლიდან იგი ლიტერატურულ მოღვაწეობას შეუდგა. ”ჩვენი შვილი”-ს სათაურის ნოველით ერთ-ერთ გაზეთის მიერ ჩატარებულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. 1991 წელს მას ”სახელმწიფო ხელოვანი”-ს წოდება მიანიჭეს. მას ”პატარა ბატონი”, ”წვიმის ლოდინში”, ”ო! ახალგზარდობავ”, ”ახალგაზრდული სიმღერა” და სხვა  მრავალი ნაწარმობები აქვს გამოცემული.



მსგავსი ინფორმაციები