თურქეთის პერსპექტივა 6

ტრამპის ეშმაკად მაღიარებლები ობამას წმინდანად მიიჩნევენ?

669940
თურქეთის პერსპექტივა  6

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ტრამპის ემიგრანტებისადმი დამოკიდებულებას მსოფლიო მასშტაბით დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ქუჩებში გამოსული ამერიკელები სადაცაა რწმენის შეცვლას და გამუსლიმანებას აპირებენ. თურქეთი კი მსგავს ქმედებებს დიდი ხანია შეჩვეულია. ახალი თურქეთის აღმშენებლის, პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ ირაციონალურად მტრულ განწყობას წლებია შეჩვეული ვართ. ერდოღანამდე თურქეთში ადამიანები  ექიმის, პედაგოგის და წესიერი გზის ნახვას ვერ ახერხებდნენ. 

ერდოღანის შემდეგ თურქეთმა სწრაფი განვითარება დაიწყო. ჯანდაცვის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნად გადაიქცა. დღეისათვის თურქეთის მოქალაქეებს სახელმწიფო სავადმყოფოებში ჯანდაცვა უფასო აქვთ. მაშინ, როდესაც ერდოღანამდე თურქეთში მხოლოდ 60-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება მოქმედებდა, ერდოღანის შემდეგ ამ რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დემოკრატიის თვალსაზრისით. ერდოღანამდე თურქეთში სიტყვა „ქურთი“ აკრძალული იყო, დღეისათვის კი ქურთულ ენაზე უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობაც არსებობს. ქურთულ სოფლებს და დასახლებულ პუნქტებს თავიანთი ძველი სახელები დაუბრუნდა. ქურთებს როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ მეჯლისებში წარმომადგენლები ჰყავთ. საკუთარი ხალხისთვის მრავალი სიკეთის გაკეთების მიუხედავად, ერდოღანის მიმართ ირაციონალურად მტრული განწყობა მაინც გრძელდება. ამის მიზეზი კი ნათელია, ერდოღანის მხრიდან 1945 წლის შემდგომი ახალ მსოფლიო წყობის გაკრიტიკებაა.  ერდოღანი ასევე აცხადებს, რომ გაერო ძლიერი ქვეყნების გავლენის ქვეშ მოქმედებს. იგი ასევე გლობალურ საპროცენტო სისტემასაც ეწინააღმდეგება. ეს ყველაფერი კი ერდოღანისადმი მტრულად განწყობისთვის საკმარისია.

თურქული მედია საშუალებების გამოყენებით ერდოღანის და რეფერენდუმის წინააღმდეგ სერიოზული  მტრული მექანიზმები აამოქმედეს. სამწუხარო კი ისაა, რომ ერდოღანმა და მისმა გუნდმა  ამ  მეთოდის წინააღმდეგ მთლად ეფექტურად ვერ იმოქმედა.

ანალოგიური მდგომარეობაა დღეისათვის ამერიკაშიც. ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესების შესახებ განაცხადა. იგი ასევე დაჟინებით აცხადებს, რომ ამერიკელი ხალხის მიერ გადახდილი საშემოსავლოები პროცენტისა და ომის ლობისტებისგან უნდა დაიცვას.  მას შემდეგ, რაც ტრამპმა გლობალური საპროცენტო სისტემის წინააღმდეგ გამოსვლა დაიწყო, ამერიკულმა მედიამ იგი ეშმაკად შერაცხა. მედია ამითაც არ დაკმაყოფილდა და მის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებაც დაიწყო. ამ ყველაფრის მიზეზად ასევე ისიც დასახელდა, რომ ტრამპმა ზოგიერთი ქვეყნების მოსახლეობას ამერიკაში შესვლა აუკრძალა. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება არასწორია, რადგან შეიძლება ამან რელიგიებს შორის შუღლის ჩამოგდებას შეუწყოს ხელი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ტრამპის ეშმაკად მაღიარებლები ობამას წმინდანად აღიარებას ცდილობენ, ნუთუ მართლაც და ასეა?  რამდენიმე ხანია მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ობამას პრეზიდენტობის 8 წელმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. მედიასაშუალებები ტრამპის წინააღმდეგ იმდენად უარყოფითად არიან განწყობილი, რომ ჩვენ, მკითხველებიც მის მიმართ გამოქვეყნებულებს თითქმის ვიჯერებთ. სინამდვილეში კი ტრამპის მიმართ გამოქვეყნებული ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ჩვენ რამდენიმე ქვესათაურით ობამას პერიოდს გადავხედავთ, დავინახავთ თუ მისი მთავრობა უცხოელების მიმართ  როგორ იყო განწყობილი.

  1. საგარეო საქმეთა სამინისტროს E-mail-ების სკანდალი:

დადგინდა, რომ ობამას პერიოდში არჩეული ჰილარი კლინტონი 2015 წლის მარტის თვეში სპეციალური პროგრამით სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს აშშ-ს კომერციულ და კონფიდენციალურ ინფორმაციებს ჰყიდიდა.

  1. სწრაფი და აღშფოთებული ოპერაციები:

ობამას მთავრობამ მექსიკელი ნარკოკარტელების დაჭერების წინააღმდეგკონტრაბანდისტებს ათასობით იარაღი მისცა და ამის შესახებ პარლამენტისათვის ანგარიშიც არ ჩაუბარებია.

  1.  ობამას შემოსავლების სამსახურები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არაკონსტიტუციური გზით დაშინებას ახორციელებდნენ.

4)

2012 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ს ლიბიის ელჩზე და ბენღაზიში ასევე აშშ-ს საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ელჩი, ქრის სტივენსი  და კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. სტივენსს საგარეო საქმეთა მინისტრ ჰილარი კლინტონთან მრავალი დახმარების მთხოვნელი მესიჯები ჰქონდა გაგზავნილი, მაგრამ მან ყურიც კი არ დაუგდო და დამატებითი გაძლიერებული დაცვის მოთხოვნაც არ შეასრულა. ჰილარიმ ეს თავდასხმა ისლამოფობიურ თავდასხმად შეაფასა, მაგრამ შემდეგ თავის მეილებიდან გაირკვა, რომ ის ქმედება ტერორისტულ აქტად ჰქონდა შეფასებული.

5)  აშშ-ს კონსტიტუციის მე-4  ცვლილებაში ასე წერია:

პიროვნებების, მათი სახლების, ნივთების უმიზეზოდ ჩხრეკა აკრძალულია, მაგრამ ობამას მმართველობის პერიოდში ხშირად ხდებოდა არაკანონიერი გზით ჩხრეკების ჩატარება. ელექტრონულ აპარატურებზე არსებული ყველა ინფორმაციები მონაცემთა ცენტრში იქნა შეყვანილი.  CIA-ის  ერთ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა კი ამ ფაქტზე მოსახლეობას განუცხადა, რომ მხოლოდ მათ მონაცემებს ინახავდნენ.

6) ახლო აღმოსავლეთის პრობლემა: მათი მმართველობის პერიოდში ახლო აღმოსავლეთში ერთ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, 10 მილიონამდე კი იძულებით ემიგრაციაში წავიდა.

7)  ობამას მმართველობის პერიოდში 2 მილიონამდე ემიგრანტი ამერიკიდან გაძევებულ იქნა.

მას შემდეგ, რაც ტრამპმა მუსლიმანი ემიგრანტების ქვეყანაში შესვლა აკრძალა, ხალხი ქუჩებში გამოვიდა, მაგრამ ობამას მმართველობის პერიოდში თითქმის ყოველდღიურად ასობით მუსლიმანს კლავდნენ, მაშინ რატომ არ იღებდნენ ხმას? ამ კითხვის პასუხი ღიაა. ტრამპი გლობალური მაფიების წინააღმდეგ გამოვიდა რა, ეს ყველაფერი სწორედ ამიტომ ხდება. ალბათ გვახსოვს ე.წ. გარემოს დამცველების ერდოღანის წინააღმდეგ გამოსვლები. ცოტას თუ დაველოდებით, ნათლად დავინახავთ, რომ ამერიკის ქუჩებში გამომსვლელები სინამდვილეში მუსლიმანი მიგრანტების უფლებებს არ იცავენ, წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი.



მსგავსი ინფორმაციები