ჩავუშოღლუ ლავროვს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს სირიის საკითხი

668959
ჩავუშოღლუ ლავროვს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ამ უწყების ხელმძღვანელ მევლუტ ჩავუშოღლუსა და მის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შორის დღეს სატელეფონო სუბარი გაიმართა და ძირითადად განიხილეს სირიის საკითხში ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

მინისტრებმა იმ ღონისძიებებზეც ისაუბრეს, რომლის გატარება აუცილებელია, რათა ქალაქ ელ ბაბის განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაში თურქეთის მხარდამჭერი სირიის ოპოზიციურ თავისუფალ არმიასა და ესადის ძალებს შორის რაიმე შეტაკება ან დაპირისპირება არ მოხდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპლომატებმა მხარი დაუჭირეს ასტანაში მიღებული მორატორიუმის გაგრძელებასაც და მის ფარგლებში ერთობლივ კოორდინაციულ მუშაობასაც  



მსგავსი ინფორმაციები