სამედიცინო მომსახურებაში შეთანხმება კუბასთან

თურქეთ-კუბას შორის თანამშრომლობა წარმოებს სამედიცინო მომსახურების სფეროში

666104
სამედიცინო მომსახურებაში შეთანხმება კუბასთან

თურქეთ-კუბას შორის თანამშრომლობა წარმოებს სამედიცინო მომსახურების სფეროში.

თურქი ავადმყოფების, კუბის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობისთვის, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას.


მისი მიხედვით, თურქი ავადმყოფების, კუბაში მგზავრობის და განსახლების ჩათვლით, ყველა საჭირო მოთხოვნილების სამუშაოებს ჩაატარებს ერთ-ერთი კერძო კომპანია.

ავადმყოფების ხსენებულ სახელმწიფოში მგზავრობა განხორციელდება თურქეთის საავიაციო კომპანიის მხრიდან, რომელიც 2016 წლიდან,  პირდაპირ რეისებს წარმართავს სტამბოლიდან კუბის დედაქალაქ ჰავანაში.

კუბის ანკარის ელჩმა ალბერტო გონზალეს კასალისმა, გამოკვეთა კუბის შეთავაზებული  მომსახურების ხარისხი, განსაკუთრებით სიმსივნით დაავადების შემთხვევაში და ამ სფეროში ბიო ტექნოლოგიური   განვითარების დონე. აღნიშნა, რომ კუბის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის მომსახურება (SMC), უცხოელ პაციენტებს სთავაზობს 250 სამკურნალო პროგრამას.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #კუბა , #თანამშრომლობა

მსგავსი ინფორმაციები