თურქეთის პერსპექტივა 5

ახალი მსოფლიო

664884
თურქეთის პერსპექტივა  5

1915 წლის ჩანაქქალეს ბრძოლა თურქებისთვის ხელმეორედ აღორძინების  და აღდგომის დასაწყისი გახლავთ. დასავლეთი, ინგლისი და მათი მოკავშირეები, ამ ბრძოლას გალიპოლის სახელით მოიხსენიებენ, თურქები კი მას ჩანაქქალეს  ბრძოლას უწოდებენ. დამპყრობელ ძალებს მხოლოდ გალიპოლის კი არა მთელი ჩანაქქალეს და თურქული სახელმწიფოს დაპყრობა სურდათ.  ჩანაქქალე თურქებისთვის ხელმეორედ აღორძინების და აღდგომის ბრძოლა გახლდათ, ამიტომ ყოველი წლის მარტის თვეში თურქი ხალხი ბრძოლის ადგილს ინახულებს და იქ დაღუპულების სულებს პატივს აგებს. თურქების მხრიდან იმ ადგილების მონახულების მთავარი მიზანი, იმპერიალისტური  და დამპყრობელი ძალების წინააღმდეგ საკუთარი წინაპრების მხრიდან გაწეული ჯაფის მუდმივად დღის წესრიგში დაყენება და მომავალ თაობებზე გადაცემაა. ასე რომ, ყველა მსურველს ყოველი წლის 15 მარტის შემდეგ თვის ბოლომდე, ყველას შეუძლია ის ადგილები მოინახულოს და ის ატმოსფერო საკუთარი თვალით ნახოს.  თურქებს, ჩანაქქალშეში ბრძოლის დროს დაღუპული იმპერიალისტური ძალების სამხედროებისათვის საფლავები საკუთარი შეჰიდების საფლავების მსგავსად გაუკეთებიათ და მათი სახელის მემორიალები დაუდგიათ. ყოველწლიურად  მილიონობით ადამიანი ინახულებს იმ ადგილებს, მაგრამ მტრის საფლავებს არანაირ ზიანს არ აყენებენ. პირიქით თურქები, როგორც საკუთარი წინაპრების საფლავებს სცემენ პატივს, ანალოგიურად ექცევიან დამპყრობელი ქვეყნების დაღუპულ ჯარისკაცებსაც. ღონისძიებების დროს როგორც თურქი,  ასევე ინგლისელი, ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სამხედროების მემორიალების წინ იმართება პატივის მისაგები ცერემონიები. თურქები დამპყრობი ქვეყნების დაღუპულ ჯარისკაცებს სამუდამო სტუმრებად აღიქვამენ. რამდენიმე დღის წინ, ახალ ზელანდიაში ომის კადრების ამსახველი ფილმის სცენარებმა ქვეყნის დღის წესრიგი მოიცვა. მოვლენები 1915 წელს ჩანაქქალეს ბრძოლის დროს ხდება. ერთ-ერთი ბრძოლის დღეს, თურქი ჯარისკაცი მურათ ალი ბრძოლის ველზე ანზაკ, ანუ ავსტრალიელ დაღუპულ ჯარისკაცს დაინახავს და მას ბრძოლის სამახსოვროდ ცხვირსახოცს ამოუღებს. ამის  შემდეგ იმ თურქმა ჯარისკაცმა  ის ცხვირსახოცი ბრძოლის ველზე დაჭრილი  სხვა თურქი სამხედროს, იუსუფ ოზის ჭრილობის დასაცავად გამოიყენა. მაგრამ ოზი გარდაიცვლება რა, მურადი იმ ცხვირსახოცს კვლავ შეინახავს და ბრძოლის დასრულების შემდეგ იუსუფ ოზის ცოლს უსახსოვრებს, რადგან  იგი იუსუფის  სისხლით იყო გასვრილი. ჩანაქქალეს ბრძოლიდან 100 წლის შემდეგ, თურქი ჟურნალისტის და ისტორიკოსის, ომერ არსლანის მხრიდან ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელშიც ამ ცხვირსახოცის შესახებაა მოთხრობილი.  გალიპოლის ბრძოლის დროს დაღუპული ანზაკი ჯარისკაცის შვილიშვილი ავსტრალიის მედიაში ინტერვიუს აძლევს, რომელშიც იგი ამბობს: „ბაბუა 1914 წელს პირველი  მსოფლიო ომის დროს ეგვიპტეში იქნა მივლინებული. შემდეგ კი 1915 წელს გალიპოლიში წავიდა. ბაბუას ეგვიპტეში ყოფნის დროს ბებიამ მას ცხვირსახოცი მოუქსოვა და საჩუქრად გაუგზავნა. ბაბუა კი მას ყოველთვის ჯიბით ატარებდა და ამიტომ მას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.“ ანზაკელი ჯარისკაცის შვილიშვილი ინტერვიუს დროს ასევე აცხადებს, რომ ჩანაქქალეში უნდა ჩავიდეს და ბაბუის სამახსოვროდ ის ცხვირსახოცი მოიპოვოს. ჩანაქქალეში მცხოვრები იუსუფ ოზის ოჯახიც ამ შეთავაზებას დათანხმდება და ახლა როცა თქვენ ამ სტრიქონებს ისმენთ, შეიძლება  რომ ანზაკელი ჯარისკაცის  შვილიშვილი ჩანაქქალეში ბაბუის ცხვირსახოცის ასაღებად   უკვე ჩავიდა  კიდეც.  ჩანაქქალეს ბრძოლის დროს მომხდარი ასეთი მოვლენების მსგავსი ფაქტები შეიძლება ითქვას, რომ თურქეთს ახლო მომავალშიც მრავალჯერ აქვს გადატანილი.

თურქული პასპორტით გადაადგილებული თურქები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც ოდითგანვე თავიანთ წინაპრებს ფეხი დაუდგიათ, დიდი პატივით ხვდებიან.  ბოლო წლებში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ აზიის, აფრიკის ან კიდევ ბალკანეთის ქვეყნებში თბილი დახვედრები, ყველა ამ დიდი ისტორიის საფასურია. ანალოგიური მდგომარეობა გახლდათ ერდოღანის მხრიდან აფრიკის ქვეყნებში განხორციელებული ბოლო ვიზიტი. როგორც მთავრობას ასევე ხალხს ერდოღანის მიმართ დიდი სიმპათია აქვს. ერდოღანი ყველა ვიზიტის დროს აცხადებდა, რომ ისინი და აფრიკელები თანასწორები არიან და მათ ყველა სფეროში პარტნიორობა შეუძლიათ, ე.ი. იგი გამორიცხავს აფრიკისადმი იმპერიალისტურ დამოკიდებულებას, რაც თანამედროვე აფრიკის ისტორიაში პირველად ხდება, როცა ერთ-ერთი თეთრკანიანი მათ ეუბნება, რომ ისინი მათი თანასწორები არიან. ერდოღანის განცხადებებს, რომ მსოფლიო ხუთზე, ე.ი. გაეროს ხუთ მუდმივ წევრ ქვეყნებზე დიდია, ასევე რომ   დასავლეთი აფრიკის მადნეულით და სხვა სიმდიდრეებით მდიდრდებოდა,  მთელს აფრიკაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მართლაც და ასწლეულების წინ აფრიკის ტერიტორიებს თურქები პორტუგალიელი, ესპანელი და ინგლისელი კოლონიალიზმისაგან იცავდნენ რა, იქ გმირულად იღუპებოდნენ. ამიტომ ყველა რელიგიურ დღესასწაულებზე აფრიკის კონტინენტზე განთავსებულ თურქ გმირთა მემორიალების წონ ათასობით აფრიკელს ნახავთ, რომლებიც იქ დაღუპული თურქების სულებისთვის ლოცულობენ,   წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი.   



მსგავსი ინფორმაციები