მსოფლიო მოსახლეობა იზრდება

მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 2100 წლისთვის 4,3 მილიარდს მიაღწევს

664942
მსოფლიო მოსახლეობა იზრდება

გაეროს მონაცემებით 1800-იან წლებში მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 1 მილიარდი იყო. 1900-იან წლებში კი ამ რიცხვმა 1,5 მილიარდს, ხოლო 2000 წელში 6,1 მილიარდამდე გაიზარდა. ასევე გაეროს გათვლებით  მსოფლიოს მოსახლეობა 2017 წელს 7,5, 2020 წელს 7,7, 2040 წელს 9,1,  2060 წელს  10,1, ხოლო  2100 წელს 11,2 მილიარდი გახდება.  მსოფლიო მოსახლეობა ყველაზე მეტად აფრიკის კონტინენტზე მოიმატებს და იგი 2100 წლისთვის 4,3 მილიარდს მიაღწევს, ხოლო აზიის კონტინენტზე 2100 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 4,8 მილიარდამდე დაიწევს. გაეროს ვარაუდითვე ქვეყნებს შორის მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მეტად ინდოეთში გაიზრდება და 2100 წლისთვის მისი მოსახლეობა 1,6 მილიარდს გადააჭარბებს. ჩინეთის მოსახლეობა კი 1 მილიარდამდე დაიწევს. გაეროს ანგარიშის მიხედვით მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდა შობადობით კი არა, არამედ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შედეგად გაიზრდება. ამავე ანგარიშის მიხედვით 2100 წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელს გადასცდება.  მსოფლიო მოსახლეობის რიცხვის ზრდაში ქალთა და მამაკაცთა რაოდენობაში რაიმე სახის ცვლილებებს არ ელოდებიან.



მსგავსი ინფორმაციები