ერდოღანმა დაასრულა ვიზიტი აფრიკაში

ბოლო შეხვედრები მას მადაგასკარში ჰქონდა

659303
ერდოღანმა დაასრულა ვიზიტი აფრიკაში

მადაგასკარში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა თავის მასპინძელ პრეზიდენტ ჰერი რაჟაონარიმამპიანინასთან ერთად თურქეთ-მადაგასკარის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ თურქეთმა, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ პოზიციაში ამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ეს ორი კონტინენტი ხიდებთან ერთად მეტროს, საავტომობილო და სარკინიგზო გვირაბებითაც დააკავშირა.

“მე თურქეთის პირველი პრეზიდენტი გავხდი, რომელიც მსოფლიოს ამ ერთ ერთ საოცარ და ლამაზ ქვეყანს ეწვია და დიდად მადლობელი ვარ ჩვენი გულთბილი მასპინძლობისათვის, მე მწამს, რომ ჩემი  ეს ვიზიტი დადებით წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერობების გაღრმავებაში“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.

ამავე ფორუმზე მადაგასკარის პრეზიდენტმა ქვეყნის სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა თავისი თურქი კოლეგა.

გუშინვე საღამოს მასპინძელმა პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ერდოღანისა და მისი მეუღლის საპატივსაცემოთ     ვახშამი გამართა, რის დასრულების შემდეგ თურქმა პრეზიდენტმა დაასრულა 5 დღიანი მოგზაურობა აფრიკაში და სამშობლოში დაბრუნდა



მსგავსი ინფორმაციები