ემინე ერდიღანმა ტანზანიას მნიშვნელოვანი საჩუქარი გადასცა

ჟანეტ მაგუფულიმ ემინე ერდოღანის სახელით მთელ თურქ ხალხს მადლობა გადაუხადა

657763
ემინე ერდიღანმა ტანზანიას მნიშვნელოვანი საჩუქარი გადასცა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აფრიკის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. პრეზიდენტს თან ახლავს მისი მეუღლე ემინე ერდოღანი, რომელმაც გუშინ ტანზანიის სავაჭრო დედაქალაქად მიჩნეულ დარ-ეს-სალამში თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო TİKA-ს ოფისის გახსნას დაესწრო. გახსნის ცერემონიალს ემინე ერდოღანთან ერთად ტანზანიის პრეზიდენტის მეუღლე ჟანეტ მაგუფული და TİKA-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ემინე ერდოღანმა ამ ქვეყნის სახელმწიფო სავადმყოფოს 25 უნარშეზღუდული პირისთვის განკუთვნილი ელექტრონული ეტლი და ორი ინკუბატორი გადასცა საჩუქრად. ღონისძიების დროს სიტყვით გამოსულმა ტანზანიის პრეზიდენტის მეუღლემ, ჟანეტ მაგუფულიმ ემინე ერდოღანის სახელით მთელ თურქ ხალხს მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები