DEAŞ-მა პალმირაში რომაული თეატრი დაანგრია

ტერორისტებმა აქვე მასობრივი სიკვდილით დასჯა განახორციელეს

655912
DEAŞ-მა პალმირაში რომაული თეატრი დაანგრია

სირიიდან მიღებული ცნობებით, ტერ ორგანიზაცია DEAŞ-მა, ანტიკურ ქალაქ პალმირაში მდებარე და რომის ეპოქიდან დარჩენილი ანტიკური თეატრის 1 ნაწილი დაანგრია.

ამავე ცნობებით, ტერორისტებმა ამ ანტიკური ქალაქის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული “Tetrapylon“-ის (ოთხი კარიბჭე) ნაგებობაც მიწასთან გაასწორეს, ხოლო ამის პარალელურად ამავე ადგილზე მასობრივი სიკვდილით დასჯა განახორციელეს.

პალმირა ესადის ძალებმა ტერორისტებისგან 2016 წლის მარტში გაანთავისუფლეს.

სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე ეს ქალაქი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ცენტრს წარმოადგენდა და მას ყოველწლიურად 100 ათასობით ადამიანი ნახულობდა



მსგავსი ინფორმაციები