ტრამპის ინაუგურაციას ჩავუშოღლუ დაესწრება

მას ვაშინგტონში პირისპირი შეხვედრებიც აქვს

654904
ტრამპის ინაუგურაციას ჩავუშოღლუ დაესწრება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ამ უწყების ხელმძღვანელი მევლუტ ჩავუშოღლუ ვაშინგტონს ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ხვალისათვის დანიშნულ ახალი, რიგით 45-ე  პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში.

თურქ დიპლომატს აქ რიგი პირისპირი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი და პირველი ასეთი შეხვედრა მას აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე ახლად დანიშნულ მაიკლ ფლაინთან ჰქონდა. ეს შეხვედრა საუზმის ფორმატში შესდგა და ძირითადი ყურადღება ანტიტერორისტულ ბრძოლას დაუთმეს.

ჩავუშოღლუმ ანტიტერორისტულ ბრძოლაში  ამერიკისაგან და სხვა მოკავშირეებისგან უფრო მეტი მხარდაჭერა და დახმარება მოითხოვა.

დიპლომატიური წყაროების ცნობით ჩავუშოღლუს ტრამპის კაბინეტის სხვა წევრებთანაც ჰქონდა კავშირი და მათ ამერიკის ახალი მთავრობისგან თურქეთის მოლოდინების შესახებ ესაუბრათ.

თურქმა დიპლომატმა 12 იანვარს ინტერვიუ მისცა ამერიკულ გაზეთ Washington Post-ს, რომელშიც დაუფარავად ამბობს, რომ თეთრი სახლის ანტი თურქულმა მოქმედებებმა თურქ ხალხში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია



მსგავსი ინფორმაციები