ანკარა და მოსკოვი თანამშრომლობას აღრმავებენ

იგი ადრინდელ დონეს დაუბრუნდება

650083
ანკარა და მოსკოვი თანამშრომლობას აღრმავებენ

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსეი მეშკოვმა მოსკოვში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თურქეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარებას მანამდის გააგრძელებენ, სანამ იგი ადრინდელ დონეზე არ დაბრუნდება.

“მოსკოვი და ანკარა კონსტრუქციულ თანამშრომლობას ავითარებენ და ამის მკაფიო მაგალითია სირიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ორი ქვეყნის აქტიური თანამშრომლობა სირიის კრიზისის მოგვარების საკითხში. ასეთივე აქტიური თანამშრომლობა ვითარდება ორ ქვეყანს შორის ეკონომიკის სფეროშიც. მოკლედ, დიალოგი გრძელდება და ეტაპობრივად ჯერ უწინდელ დონეზე დაბრუნდება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები, შემდეგ იგი კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება“, აღნიშნა მეშკოვმა



მსგავსი ინფორმაციები