შვედეთის სამეფო სასახლეში მოჩვენებები დადიან

დედოფალი სილვია შვედეთში სამეფო ტახტზე ყველაზე დიდი ხნით მოვალეობის შემსრულებელი მეფე ქალია

645131
შვედეთის სამეფო სასახლეში მოჩვენებები დადიან

შვედეთის დედოფალი სილვია აცხადებს, რომ სამეფო სასახლეში მოჩვენებები დადიან.  „სინამდვილეში საინტერესო მოვლენაა, მე არ მაშინებენ. ხანდახან ვგრძნობ, რომ სასახლეში მარტოდ არ ვარ, მაგრამ მოჩვენებები ჩემდამი მართლაც და მეგობრულად არიან განწყობილნი,“ აცხადებს დედოფალი სილვია.

 აღნიშნული სასახლე სტოკჰოლმის მახლობლად მე-17 საუკუნეში არის აშენებული. 73 წლის დედოფლის აზრებს მისი და, დედოფალი ქრისტინეც ეთანხმება. იგი აცხადებს, რომ სასახლეში დიდი ენერგიაა, რომელიც სხვადასხვა ფორმებში გადადის და ეს ყველაფერი მათთვის ძალზედ გასაოცარია.  სამეფო ოჯახის მიერ მოჩვენებების შესახებ გაკეთებული განცხადებები შვედეთის პრესაში ხუმრობის საგანიც კი გახდა.

საინფორმაციო საიტმა Local-მა ამ ფაქტს ასეთი სათაური მიუძღვნა: “მოჩვენებებზე მონადირე მამაცებო, მოვალეობის შესრულებისკენ მოგიწოდებთ, სასახლეში შედით და ეს საკითხი გაარკვიეთ“. დედოფალი სილვია შვედეთში სამეფო ტახტზე ყველაზე დიდი ხნით მოვალეობის შემსრულებელი მეფე ქალია.  



მსგავსი ინფორმაციები