მაროკო დახურავს ფეტოს სკოლებს
მაროკოში, დახურავენ ფეტოსთან დაკავშირებულ და მოქმედ ფათიჰ სულთან მეჰმედის საგანმანათლებლო დაწესებულება-ორგანიზაცია

მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, დახურონ სახელმწიფოში, ფეტოსთან დაკავშირებული და მოქმედი ფათიჰ სულთან მეჰმედის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება-ორგანიზაცია.
განცხადებაში აღინიშნა, რომ მაროკოს ეროვნულ- პროფესიული განათლების სამინისტროს წარმართული გამოძიების შედეგად, ხსენებულ სასწავლებლებში დაფიქსირდა მაროკოს სასწავლო გეგმისთვის შეუთავსებელი განათლების მეთოდი.
სკოლების დახურვის სამუშაოების დასრულებისთვის, განათლების დაწესებულებებს გამოეყო ერთი თვის ვადა. ყველანაირი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ეროვნულ-პროფესიულმა განათლებამ დაიწყო მუშაობა. მაროკოში, 1993 წელს გახსნილ ფათიჰ სულთან მეჰმედის სკოლებს, 8 ფილიალი გააჩნია ქალაქებში კასაბლანკაში, თათვანსა და ელ-ჯედიდეში .
ამავდროულად, მაროკოს სახელმწიფოში, ტერ-ორგანიზაცია ფეტოს პარალელური სტრუქტურის (FETÖ/PDY)-ს სკოლების დახურვის ინიციატივას კმაყოფილებით შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლი.
სოციალური მასმედიის საშუალებით განცხადებაში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის და თანადგომის სანიმუშო მაჩვენებლად ითვლება.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტმა ამერიკელი და კანადელი მუსლიმი თემების ლიდერები მიიღო
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკელი და კანადელი მუსლიმი თემების ლიდერები მიიღო