ევრაზიის გვირაბი მომსახურებაში გადავიდა

ევრაზიის გვირაბი მომსახურებაში გადავიდა პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის, პრემიერ ბინალი ილდირიმის და მრავალი უცხოელი სტუმრის მონაწილეობით

635056
ევრაზიის გვირაბი მომსახურებაში გადავიდა

აზიის და ევროპის კონტინენტების ზღვის ფსკერით, სახმელეთო გზით ერთმანეთთან დამაკავშირებელი ევრაზიის გვირაბი მომსახურებაში გადავიდა პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის, პრემიერ ბინალი ილდირიმის და მრავალი უცხოელი სტუმრის მონაწილეობით.

გვირაბით სარგებლობის ფასი შობამდე იქნება 15 ლირა და შემოსავალი გადაირიცხება ვეტერანების და სამშობლოსთვის დაღუპულების ანგარიშზე.

გვირაბით, რომლის მიზანია სტამბოლში გადაადგილების პრობლემის ძირეული გადაწყვეტა, ორ კონტინენტს შორის დაკავშირება მოხდება 15 წუთში. ევრაზიის გვირაბი მთლიანად 14,6 კმ სიგრძისაა და სიჩქარის ლიმიტი 70 კმ-ია.

ამავე დროს ოპერატორებმა დაასრულეს, სტამბოლის ორი კალთის, ზღვის 106 მეტრის სიღრმის  ფსკერით დამაკავშირებელი გვირაბის, უწყვეტი კავშირგაბმულობით უზრუნველყოფისთვის მუშაობა.

გვირაბი რიხტერის შკალით 9 ბალის მიწისძვრის გამძლე უნარიანია.



მსგავსი ინფორმაციები