კიდევ ერთი აღიარება მერქელისგან

"ალეპოში შექმნილი ამჟამინდელი სიტუაცია, გაეროს უშიშროების საბჭოს წარუმატებლობის შედეგია"

631704
კიდევ ერთი აღიარება მერქელისგან

თურქეთში მომხდარი ხშირი ტერორისტული აფეთქებებისგან და სირიაში მიმდინარე მოვლენებისგან შეწუხებულ და შეშფოთებულ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისგან ერთი აღიარებაც მოვიდა.

მისი თქმით ალეპოში შექმნილი ამჟამინდელი სიტუაცია, გაეროს უშიშროების საბჭოს წარუმატებელი პოლიტიკის შედეგია.

ეს აღიარება მერკელმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა მორიგი სამიტი მიმდინარეობს. მისივე თქმით სამიტზე თურქეთთან ურთიერთობებსაც შეეხნენ.

“4-5 წელია რაც თურქეთი 3 მილიონამდე სირიელ ლტოლვილს იფარავს, რითაც იგი უდიდეს პასუხისმგებლობას კისრულობს, რადგან ამის პარალელურად თურქეთი თვით განიცდის უდიდეს ზარალს როგორც PKK-ს, ასევე DEAŞ-ის წევრი ტერორისტების თავდასხმებისგან. თურქეთი დღესაც დიდი განსაცდელის წინაშე იმყოფება, რადგან, ქალაქი ალეპო ძალიან ახლოს მდებარეობს თურქეთის საზღვართან და ამიტომ შეიძლება სირიელ ლტოლვილთა ახალი ნაკადის პირისპირ აღმოჩნდეს, ამიტომაც ჩვენ მზად ვართ თურქეთს ჰუმანიტარული დახმარებები გავუწიოთ“, განაცხადა გერმანიის კანცლერმა და დაამატა, რომ ამ საკითხში ინტენსიური სატელეფონო შეხვედრები აქვს ერდოღანთან.

მანვე სირიელ სამშვიდობოებზე თავდასხმებში ესადის რეჟიმთან ერთად რუსეთი და ირანი დაადანაშაულა რა, დამნაშავეების დასჯა მოითხოვა  



მსგავსი ინფორმაციები