Frontex-მა არალეგალ მიგრანტთა მონაცემები გამოაქვეყნა

“თურქეთის ჩარევის შემდეგ არალეგალთა სიკვდილიანობა რეკორდულ დონეზე დაეცა“

629968
Frontex-მა არალეგალ მიგრანტთა მონაცემები გამოაქვეყნა

ევროკავშირის საზღვრის მართვის სააგენტო Frontex-ის მონაცემებით, თურქეთის ჩარევის შემდეგ ეგეოსის  ზღვაში არალეგალ მიგრანტთა სიკვდილიანობა რეკორდულ დონეზე დაეცა.

მისი მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში თურქეთ-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი რეადმისიის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ეგეოსის ზღვაში არალეგალთა სიკვდილიანობა 94-ჯერ შემცირდა და ყველაზე ინტენსიური შემოდინების დროს თუ თვეში საშუალოდ  67 ადამიანი იღუპებოდა, რეადმისიის შეთანხმების შემდეგ ეს ციფრი თვეში 7 კაცამდე დაეცა.

გარდა ამისა, გასულ წელს თუ ხმელთაშუა ზღვაში არალეგალური გზებით ევროპაში 85 ათასზე მეტი მიგრანტი შევიდა, ე.ი. დღეში 2500 კაცი, ეს ციფრი რეადმისიის შემდეგ დღეში 100 კაცამდე დაეცა.

ეგეოსის ზღვაში შექმნილი წლევანდელი ეს დადებითი ტაბულა არ  აისახება ცენტრალურ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რადგან, იქ აფრიკიდან კვლავ გრძელდება არალეგალთა გადასვლები ევროპის ქვეყნებში და მათმა სიკვდილიანობამაც ხსენებულ რეგიონში 32-ჯერ მოიმატა, აღნიშნავს Frontex-ი



მსგავსი ინფორმაციები