მალტელმა მინისტრმა ევროკავშირი გააკრიტიკა

“ევროკავშირმაც პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას“

629307
მალტელმა მინისტრმა ევროკავშირი გააკრიტიკა

ახალი წლიდან ევროკავშირის როტაციულ თავჯდომარეობას მალტა გადაიბარებს და როგორც განაცხადა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ ველლამ, ბრიუსელმა თურქეთის მოქალაქეებისადმი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს.

“თუ ანკარისგან უფრო მეტ აქტიურობას ველით ბრიუსელთან თანამშრომლობაში, მაშინ, ევროკავშირმაც ზოგიერთი პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას“, განაცხადა მალტელმა დიპლომატმა The Associated Press-თან საუბარში და დაამატა, რომ ბრიუსელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ანკარას აგრძნობინოს მისადმი კეთილ განწყობაში და პარტნიორობაში.

“ანკარის განცხადებით მათ შეასრულეს რეადმისიის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მართლებიც არიან, რადგან თვალში საცემად იკლო ეგეოსის ზღვაში არალეგალთა დინებამ, ხოლო ევროკავშირმა ამის საპასუხოდ არაფერი გააკეთა, არ შეასრულა იმავე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ თურქი მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საუბარი რთული არ იქნება“, ხაზგასმით აღნიშნა მალტის საგარეო საქმეთა მინისტრმა



მსგავსი ინფორმაციები