ნატოს მინისტერიალის პირველი სამუშაო დღე დასრულდა

“თურქეთთან ერთობლივი მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“

625128
ნატოს მინისტერიალის პირველი სამუშაო დღე დასრულდა

გუშინ, ბელგიისა და ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დაიწყო, რომლის პირველ დღეს ყურადღება დაუთმეს რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის გაზრდას და  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარ ყველაზე უმსხვილეს ლტოლვილთა კრიზისს.

მინისტერიალის დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგში დგას ანკარის მოთხოვნა ეგეოსის ზღვაში მოპატრულე ნატოს გემების მისიის დასრულების შესახებ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა შეფასება მისცა რა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციას და მათ დაახლოებას, თქვა, რომ მასში რაიმე საწინააღმდეგოს ვერ ხედავს, პირიქით, მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგისა და მოლაპარაკებებისათვის ღია არხის დატოვებას.

ბრიუსელში თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ წარადგენს და მინისტერიალის დაწყებამდე მას პირისპირი შეხვედრა ჰქონდა ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის საკითხებში ფედერიკა მოგერინთან და თავის ამერიკელ კოლეგა ჯონ კერისთან.

მიღებული ცნობებით შეხვედრა ევროკომისიის ბინაში შესდგა და განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე სირიის, ალეპოს და სხვა აქტუალური რეგიონალური და საეთაშორისო საკითხები.

მინისტერიალის პირველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს სტოლტენბერგმა და მოგერინმა რა, ამ უკანასკნელმა ყურადღება გაამახვილა თურქეთის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ  ერთ გეოგრაფიულ სივრცეში მყოფი თურქეთი და ევროკავშირი ერთნაირი საფრთხისა და გამოწვევების წინაშე დგანან, ამიტომაც საჭირო და აუცილებელია მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება. “თურქეთი და ევროკავშირი ერთმანეთს საჭიროებენ, ამიტომაც ჩვენ ერთობლივი მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, ხაზი გაუსვა მოგერინმა     



მსგავსი ინფორმაციები