ქართული ანბანი და თურქული იუფკა იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

ქართული ანბანი და თურქული იუფკა იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

621848
ქართული ანბანი და თურქული იუფკა იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

ქართული ანბანი და თურქული იუფკა იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის სხდომაზე „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.

მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არის რიგით მესამე ნომინაცია, რომელიც შეტანილ იქნა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ხუთი ქვეყნის თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ირანის მხარდაჭერით ასევე შეიტანეს თხელი პური იუფკა და ლავაში.  

სხდომაზე თურქეთთან ერთად აზერბაიჯანის, ინდოეთის, ირანის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და პაკისტანის მხარდაჭერით 2009 წელში მიღებულ ნევრუზის ბაირამის ღონისძიებაში ჩართული ქვეყნების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. პაკისტანი, ყაზახეთი, ერაყი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანეს, სადაც ყოველწლიური 21 მარტის ნევრუზის ბაირამი დაცვის ქვეშაა აყვანილი.  

იუნესკოში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი იქნა ბელგიის „ტრადიციული ლუდი“, კუბის „ცეკვა რუმბა და მისი მუსიკა“, ჩინეთის „24 საათიანი მზის კალენდარი“ და ბანგლადეშის „14 აპრილის ტრადიციული ფესტივალი“.

ამ სიაში დღემდე თურქეთიდან შესულია მედაჰის ტრადიცია, მევლევიელთა სემას ცერემონია, აშუღების ტრადიცია, ქარაგოზი, ნევრუზი, ტრადიციული საუბრების შეკრებები, ალევი ბექთაშების რიტუალური სემა, ქირქფინარის ცხიმწასმული ჭიდაობის ფესტივალი, ტრადიციული ქეშქექის ცერემონია, მესირის პასტის ფესტივალი, თურქული ყავა და ებრუ.  



მსგავსი ინფორმაციები