ტაილანდს ახალი მეფე ჰყავს
იგი უფლისწულად 1972 წელს გამოცხადდა
620115
ტაილანდური საინფორმაციო სააგენტო Bangkok Times-ის მიხედვით, ამ ქვეყნის ახალი მეფე გახდა 64 წლის მაჰა ვაჟირალონგკორნი.
მისი კანდიდატურა დაამტკიცა ტაილანდის პარლამენტმა და ამით იგი ჩაქრის დინასტიიდან რიგით მე-10 მეფე გახდა.
მაჰა უფლისწულად 1972 წელს გამოცხადდა და ქვეყნის კანონების მიხედვით ამის შემდეგ იგი ერთ ბუდისტურ ტაძარში გამწესდა და ასკეტური ცხოვრება დაიწყო.
1978 წელს კი მან მუშაობა დაიწყო სამეფო საჰაერო ძალებში.
ტაილანდი 1932 წლიდან საპარლამენტო მონარქიას წარმოადგენს და მთელი 70 წლის განმავლობაში მისი მეფე იყო ბჰუმიბოლ ადულიადეჟი, რომელიც 13 ოქტომბერს გარდაიცვალა