ერდოღანსა და რივლინს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა
რივლინმა ანკარას მადლობა გადაუხადა
თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა, თურქეთის მხრიდან ისრაელში ხანძრის ჩამქრობი ვერტმფრენების გაგზავნის გამო პრეზიდენტ ერდოღანს მადლობა გადაუხადა.
“ორი ქვეყნის ლიდერს შორის წუხელ სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც თურქეთ-ისრაელის ურთიერთობები და ისრაელში ეზანის ხმამაღალი წაკითხვის აკრძალვის საკითხიც განიხილეს. რივლინმა ერდოღანს განუცხადა რომ, როგორც სხვა სიტყვის თავისუფლების საკითხებზე, ასევე ეზანის საკითხზეც გაამახვილებს ყურადღებას. ისრაელის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მათთან ჩასულ სახანძრო სამაშველო პილოტებს პირისპირ შეხვდა. თურქმა პილოტებმა ძალიან წარმატებული სამუშაოები გასწიეს, ამიტომ მათი დიდად მადლიერები ვართ. ხანძრის აღმკვეთი სამუშაოებისათვის ჩვენთან სამაშველო ჯგუფის გამოგზავნის გადაწყვეტილების მიღებისათვის ასევე თქვენიც დიდად მადლიერი ვართ. მათ ჩვენ დიდი დახმარება გაგვიწიეს, განაცხადა რივლინმა. ერდოღანმა კი სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის კეთილი ურთიერთობის მთლიანი რეგიონისათვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ქვეყნებს შორის დანიშნული ახალი ელჩები მოვალეობის შესრულებას უმოკლეს დროში დაიწყებენ. მან ასევე თურქეთ ისრაელს შორის ბუნებრივი აირის მოპოვების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და დაამატა, რომ ენერგეტიკის მინისტრების მოლაპარაკებებმა შედეგების გამოღება უკვე დაიწყო. რივლინმა ბოლოს ერდოღანს დახმარება სთხოვა ღაზაში, ჰამასის ხელში მყოფი ორი ებრაელი ჯარისკაცის ცხედრის მათთვის გადაცემის საკითხში“, აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებაში