ირემ გურის პირველობა საერთაშორისო კონკურსში

თურქმა პიანისტმა საერთაშორისო კონკურსში პირველობა გაინაწილა რუს ევგენი კონნოვთან

617422
ირემ გურის პირველობა საერთაშორისო კონკურსში

თურქმა პიანისტმა დენიზ ირემ გურმა, მაროკოში, დედოფალ მარიამის „ახალგაზრდა პიანისტების“ საერთაშორისო კონკურსში პირველობა გაინაწილა რუს ევგენი კონნოვთან.

მეორე ადგილზე გავიდა მიხეილ გორკინი, მესამეზე კი, სამხრეთ კორეელი  ჟინგვოოკ ლეე და მაროკოელი ბერრადა ლინა.

დედაქალაქ რაბათში გამართულ ჯილდოს გადაცემის ცერემონიალს, თურქეთის რაბათის ელჩთან ეთჰემ ბარქან ოზთანთან ერთად, შეუერთდნენ უცხოელი მისიის წარმომადგენლები.

22 წლის ირემ დენიზ გურმა, რომელიც ვენის მუსიკის და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას, ცერემონიალის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, სიამაყე გამოთქვა და ბედნიერად ჩათვალა რა თავი საერთაშორისო დონის კონკურსში როგორც თურქეთის წარმოდგენით, ისე, პირველ ადგილზე გასვლით აღნიშნა, რომ მიზნად ისახავს შემდეგშიც მსგავსი ჯილდოების მიღებას, კონცერტებსა და კონკურსებში თავისი სამშობლოს წარმატებით წარმოდგენას.

რაბათში, 1994 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებულ წლევანდელ კონკურსს შეუერთდა 26 ქვეყნის 95 პიანისტი.

გამარჯვებულმა პიანისტებმა, ჯილდოს გადაცემის ცერემონიალის წინ, ჩაატარეს კონცერტი კონკურსში გახმოვანებული სიმღერების შესრულებით.



მსგავსი ინფორმაციები