ლავროვი თურქეთს 1 დეკემბერს ეწვევა

შეხვედრები ალანიაში შესდგება

617767
ლავროვი თურქეთს 1 დეკემბერს ეწვევა

როგორც განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა მარია ზახაროვამ, ამ უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი, გასული წლის ნოემბრის თვეში თურქეთში დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც გადაიდო ანკარის მხრიდან 24 ნოემბერს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, მიმდინარე წლის 1 დეკემბერს განხორციელდება და მის ფარგლებში ლავროვი რუსეთ-თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული დაგეგმარების ჯგუფის შეკრებაშიც მიიღებს მონაწილეობას.

ზახაროვას თქმითვე ლავროვი ანტალიის მახლობელ ალანიაში ჩავა და ეს იქნება თვითმფრინავის კრიზისის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი თურქეთში, სადაც ამ ქვეყნის ლიდერებთან პირისპირი შეხვედრებიც ექნება და ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებსაც განიხილავენ.

“ორივე მხარეს სურს ამჟამად არსებული ურთიერთობები, კრიზისამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს, მაგრამ, ამას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, ურთიერთობების დანგრევა ძალიან ადვილია, მაგრამ, მისი აღდგენა ძალზედ რთულ და გრძელ პროცესს მოითხოვს“, განაცხადა ზახაროვამ



მსგავსი ინფორმაციები