“გოგონები ხიდზე“ 54,2 მილიონ დოლარად გაიყიდა

1902 წლის ნახატი ედუარდ მუნჩის ეკუთვნის

611280
“გოგონები ხიდზე“ 54,2 მილიონ დოლარად გაიყიდა

ნიუ ორკის სოტბის აუქციონზე ნორვეგიელი მხატვრის, ედუარდ მუნჩის მხრიდან 1902 წელს დახატული ტილო “გოგონები ხიდზე“ 54,2 მილიონ დოლარად გაიყიდა, თუმცა მყიდველის ვინაობას არ ასახელებენ.

ნახატზე ერთ ერთი სოფლის ხიდზე თავშეყრილი გოგონებია ასახული.

ეს ნახატი ამერიკაში 1960 წელს კოლექციონერმა ნორტონ სიმონმა შეიტანა და 1996 წელს ამავე აუქციონზე 7,7 მილიონ, 2008 წელს კი 30,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

სხვათა შორის მუნჩის ნახატი სახელწოდებით “განწირული ხმა“ 2012 წელს 120 მილიონ დოლარად გაიყიდა და ყველაზე ძვირად გაყიდულ რეკორდსმენ ნახატად ითვლებოდა, თუმცა მას ეს წოდება 2015 წელს პაბლო პიკასოს ნახატმა სახელწოდებით “ალჟირელი ქალები“ ჩამოართვა, რადგან იგი 179,4 მილიონ დოლარად გაიყიდა  



მსგავსი ინფორმაციები