მედვედევი ახლო აღმოსავლეთს სტუმრობს

იერუსალიმში მას შეხვედრა ნეთაიაჰუმ მოუწყო

608733
მედვედევი ახლო აღმოსავლეთს სტუმრობს

რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი აგრძელებს ახლო აღმოსავლურ ტურს და მის ფარგლებში იერუსალიმში მას ოფიციალური შეხვედრა მოუწყო თავისმა ისრაელელმა კოლეგამ ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შეხვედრაზე მართალია ძირითადად ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური საკითხები განიხილეს, მაგრამ, აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო პრობლემებსაც დაუთმეს ყურადღება.

მედვედევის განცხადებით ისრაელი რუსეთის ერთ ერთ უძველეს პარტნიორს წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთში. ანტიტერორისტულ ბრძოლაზე საუბრისას მედვედევმა ისრაელს რუსეთთან ერთად კოორდინირებული მოქმედება შესთავაზა, რადგან ასე უფრო ადვილად ამოძირკვავენ დეაშისა და სხვა ტერ ორგანიზაციების ფესვებს.

რუსი პრემიერი შეეხო რა ტრამპის გამარჯვებას, თქვა, რომ თუ ამერიკა რუსეთთან ურთიერთობაში კეთილ ნებას გამოიჩენს, მაშინ, ისინიც მზად იქნებიან დახურონ არა სასურველი ფურცლები.

ნეთანიაჰუს თქმით ისრაელს ახლო აღმოსავლეთში 2 ძირითადი ამოცანა აქვს. პირველი ისაა, რომ შეეწინააღმდეგოს ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდებას, ხოლო მეორეს მხრივ აიცილონ სირიაში ირანის სამხედრო ზრდა.

შეხვედრის დროს მხარეებმა ხელი მოაწერეს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის 4 პროტოკოლს.

მედვედევი დღეს პალესტინის ქალაქ ერიჰაში გადავა და ამ სახელმწიფოს მეთაურს მაჰმუდ აბბასის შეხვდება     



მსგავსი ინფორმაციები