პენტაგონის შესაძლო უფროსი თურქეთისადმი კარგად არის განწყობილი

“თურქეთთან ურთიერთობები პრიორიტეტული იქნება“

607755
პენტაგონის შესაძლო უფროსი თურქეთისადმი კარგად არის განწყობილი

ტრამპის შესაქმნელ ახალ კაბინეტში თავდაცვის მინისტრად მისი მთავარი მრჩეველი უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებში, თადარიგის  გენერალ-ლეიტენანტი მაიკლ ფილინი მოიაზრება და მან პოლიტიკური ანალიზების საიტზე “The Hill“-ში სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით: “ჩვენი მოკავშირე თურქეთი კრიზისის პირისპირ დგას და ჩვენი დახმარება ესაჭიროება“, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონმა საგარეო პოლიტიკას ახლიდან უნდა გადახედოს და მასში პრიორიტეტი თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას უნდა დაუთმოს.

“ჯერ თავიდან ის უნდა გავიაზროთ, თუ თურქეთი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის რაოდენ სასიცოცხლოს და მნიშვნელოვანს წარმოადგენს. მეორეს მხრივ ანკარა ერაყში და სირიაში ტერ ორგანიზაცია  DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის ყველაზე ძლიერ და სტრატეგიულ მოკავშირეს წარმოადგენს, ხოლო ამის პარალელურად სწორედ თურქეთია რეგიონში სტაბილურობის მთავარი წყარო“, აღნიშნავს ფილინი და ამატებს, რომ ამერიკა არ უნდა წარმოადგენდეს თავშესაფარს ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს ლიდერის, პენსილვანიაში მცხოვრები ფეტულაჰ გულენისათვის, რადგან, თურქეთის პოზიციიდან გამომდინარე ეს იგივეა, რაც ამერიკამ თავშესაფრით უზრუნველყოს ბინ ლადენი.

“ნეტავი რას იზამდა თეთრი სახლი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ბინ ლადენი თურქეთის ერთ მყუდრო სოფელში რომ დასახლებულიყო და თურქი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე 160 სკოლა რომ ემუშავებინა?“, სვამს რიტორიკულ კითხვას ფილინი.

მისივე თქმით ტრამპის ხელისუფლება ობამასგან განსხვავებით სულ სხვა პოზიციას დაიჭერს გულენის მიმართ, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ის ისეთი მიამიტი არ არის, როგორიც ჩანს.

სხვათა შორის ფილინი რამდენიმე ხნის წინ ამერიკაში მცხოვრებ თურქული სათვისტომოს წევრებს შეხვდა და 15 ივლისის სამხედრო ამბოხის მცდელობასთან დაკავშირებით თქვა, რომ “თურქი ხალხი კულტურული, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ძალზედ ძლიერი საზოგადოებაა და რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ, პუტჩის მცდელობის შემდეგ დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის და არასტაბილურობის პირისპირ აღმოჩნდებოდა“   

 



მსგავსი ინფორმაციები