რას ამბობდა ტრამპი თურქეთის შესახებ

როგორი ურთიერთობები დამყარდება ორ ქვეყანას შორის?

607025
რას ამბობდა ტრამპი თურქეთის შესახებ

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა და ახლა თურქეთში წინა პლანზე წამოიწია ერთმა კითხვამ: ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში როგორი ურთიერთობები იქნება ორ ქვეყანას შორის? ამ კითხვებზე პასუხების ძიება შეიძლება ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ ადრე გავრცელებულ განცხადებებში. ასე მაგალითად, მან ივლისის თვეში, კონკრეტულად კი 15 ივლისის სამხედრო ამბოხის წარუმატებელი მცდელობიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ  The New York Times-სათვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თურქეთში მომხდარი პუტჩი კი არა, მისი მცდელობა იყო, რადგან, მან წარმატებას ვერ მიაღწია. “მე მჯერა, რომ ერდოღანი საქმეს წაღმა დაატრიალებს და მე ამ საქმეში მას ვენდობი“, აღნიშნა ტრამპმა და იქვე მიანიშნა, რომ მისი პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში შეიძლება ფეტულაჰ გულენის ექსტრადაცია მოახდინოს. ტრამპის მრჩეველმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, წარმოშობით თურქმა ამერიკელმა საიგინ შიმშექმა კი განაცხადა: “ჩვენ გვჯერა რომ ფეტულაჰ გულენი ტერორისტია. იგი თურქეთში, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში და ამერიკაში მრავალი კონტრაქტული სახელმწიფო სკოლების ქსელების პატრონია და ტერორისტთა ეს ლიდერი პენსილვანიაში ცხოვრობს. მას წლების განმავლობაში კლინტონის ოჯახთან მატერიალური და სულიერი კავშირები აქვს. ყოველ შემთხვევაში ანკარის მხრიდან მისი ექსტრადაციის მოთხოვნის საფუძველზე სამჯერ წარსდგა იგი სასამართლოზე, მაგრამ, ობამას ხელისუფლებამ სამჯერვე უარით გაისტუმრა ანკარის ეს მოთხოვნა. ბატონმა ტრამპმა თავის საარჩევნო კამპანიების დროს მრავალჯერ განაცხადა, რომ მსგავს ტერ ორგანიზაციებს შეებრძოლება“  



მსგავსი ინფორმაციები