თურქეთის მხარდაჭრა იემენს

იასირ აბდულა-ერ რუანიმ, კმაყოფილება გამოთქვა თურქეთის, მისი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესისთვის მხარდაჭერაზე

603114
თურქეთის მხარდაჭრა იემენს

იემენის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს SABA-ს ცნობით, იემენის ეროვნული დიალოგის საქმეში პასუხისმგებელი სახელმწიფო მინისტრი იასირ აბდულა-ერ რუანი, შეხვდა თურქეთის სანას ელჩს ლევენთ ელერს და კმაყოფილება გამოთქვა თურქეთის, მისი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესისთვის მხარდაჭერაზე.

შეხვედრაზე, რუანიმ გამოკვეთა რა თურქეთის, იემენის უსაფრთხოების, სტაბილურობის, აღორძინების მსგავსად, ეროვნული დიალოგის კონფერენციის დაწყებიდან, გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური პროცესისთვის მხარდაჭერა,  საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გააგრძელონ ლეგიტიმურობისთვის, იემენის უსაფრთხოების, სტაბილურობის და  არეულობის დასრულების მცდელობისთვის მხარდაჭერა.

თურქეთის სანას ელჩის ელერის განცხადებით, მხარს უჭერენ პრეზიდენტ მანსურ ჰადის წარმომადგენლობის კონსტიტუციურ კანონიერებას და მხარში უდგანან იემენს.



მსგავსი ინფორმაციები