ითო-ს გენერალური მდივანი გადადგა

მიზეზად “ჯანმრთელობის პრობლემა“ გამოცხადდა

600862
ითო-ს გენერალური მდივანი გადადგა

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას დაქვემდებარებული საერთაშორისო ისლამური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ხსენებული ორგანიზაციის გენერალური მდივანი იიად მედენი “ჯანმრთელობის პრობლემის“ გამო თანამდებობიდან გადადგა.

ამავე ცნობით მედენის ნაცვლად ითო-ს გენერალურ მდივნად საუდის არაბეთის სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრის, იუსუფ აჰმედ ელ უსეიმის კანდიდატურა იქნა წარდგენილი.

მედენი ამ ორგანიზაციას 2014 წლის 31 იანვრიდან ხელმძღვანელობდა



მსგავსი ინფორმაციები