წინადადება თდემ-ს

15 ივლისის „დემოკრატიის და თავისუფლების დღედ“ გამოცხადების, ანკარის კაზანის რაიონის სახელის „ქაჰრამან კაზანად“ გადაკეთების შესახებ კანონ-პროექტი წარუდგინა თდემ-სს

590153
წინადადება თდემ-ს

სამართლიანობა განვითარების პარტიამ 15 ივლისის „დემოკრატიის და თავისუფლების დღედ“ გამოცხადების, ანკარის კაზანის რაიონის სახელის „ქაჰრამან კაზანად“ გადაკეთების შესახებ კანონ-პროექტი წარუდგინა ეროვნულ მეჯლისს.  კანონ-პროექტს ხელი მოაწერეს პრემიერ ბინალი ილდირიმის ჩათვლით ამავე პარტიის 100-ზე მეტმა ერის რწმუნებულმა. გათვალისწინებულია კანონ-პროექტის ეროვნული დღესასწაულების და არდადეგებების დღეების მომცველი კანონისთვის მიმატება.

წინადადების გათვალისწინებით, ხსენებული კანონი შეიცვლება შემდეგი სახით, 1 იანვარი იქნება ახალი წლის, 1 მაისი შრომის და სოლიდარობის, 15 ივლისი დემოკრატიის და თავისუფლების დღე.

მოტივად დასახელებულ იქნება შეიარაღებულ ძალებში ერთი ჯგუფი სამხედრო ფორმა გადაცმული ფეტოს ტერორისტული ხუნტის, 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის დემოკრატიის, ეროვნული ნების წინააღმდეგ  მუხანათური პუტჩის მცდელობა, მის წინააღმდეგ ანკარის, სტამბოლის ჩათვლით თურქეთის ყველა მხარეში მოქალაქეების სიცოცხლის ფასად ამხედრება და გმირული გამოსვლა. გამოიკვეთება, რომ ხუნტას შტაბად ჰქონდა გამოყენებული კაზანის რაიონი, სადაც მოქალაქეებმა გმირული შემართებით გზა გადაუღობეს თვითმფრინავების აფრენას და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ გამოსვლის  არნახული მაგალითი აჩვენეს.

კაზანის ქაჰრამანკაზანად შეცვლის წინადადება არ არის მხოლოდ კაზანელი ხალხის გმირობის გამოხატულება,  ეს არის იმ ღამეს, მთელი თურქი ხალხის ეროვნული ნების დასაცავად ამხედრების არნახული მაგალითი.

93 წლიანი რესპუბლიკის და 70 წლიანი დემოკრატიის ისტორიაში, ყოველ მხრივ სულ სხვანაირი ადგილი უკავია 15 ივლისს. თურქი ერის საერთო ბედის და მომავალი გრძნობების გამოხატულების მნიშვნელობის „დემოკრატიის და თავისუფლების  დღის“ დაკანონებისთვის მოხდა წინადადების უზენაესი მეჯლისისთვის წარდგენა.



მსგავსი ინფორმაციები