ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგშიც ცნობილია
იგი ამერიკელ და ფინელ მეცნიერებს ერგოთ
586648
2016 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში მიენიჭათ ამერიკელ ოლივერ ჰარტს და ფინელ ბენგ ჰოლმსტრომს.
მათ ეს პრემია დაიმსახურეს ხელშეკრულების თეორიაში შეტანილი დიდი წვლილის გამო და ახლა ისინი 8 მილიონი შვეციური კრონის (1 მილიონ დოლარს) ოდენობის ფულად ჯილდოსაც მიიღებენ.
დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება.
ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის გაცემა 1969 წლიდან დაიწყეს და იგი დღემდე 75 კაცს მიეცა რა, მათგან მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს იგი ქალ მეცნიერს, ელინორ ოსტრომს გადაეცა