ნობელის მშვიდობის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტს გადაეცემა

მან შესძლო მრავალწლიანი სისხლისღვრის შეჩერება

584949
ნობელის მშვიდობის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტს გადაეცემა

ცნობილი გახდა 2016 წლის ნობელის სახელობის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ვინაობაც.

იგი მიენიჭა კოლუმბიის პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოსს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა 50 წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე სისხლისღვრის შეჩერებაში.

ამ სამოქალაქო ომს კოლუმბიაში, რომელიც 50 წელი იყო რაც მიმდინარეობდა, 220 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 6 მილიონი კი ძალით დევნილის პოზიციაში აღმოჩნდა.

სანტოსმა შესძლო ამ სისხლისღვრის შეჩერება, რადგან, მისმა მთავრობამ კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია FARC-თან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი.

65 წლის სანტოსი 1 მილიონი დოლარის პრემიას მიიღებს და დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები