ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგშიც გამოვლინდნენ

იგი სამ მეცნიერს გადაეცა

583357
ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგშიც გამოვლინდნენ

2016 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში გახდნენ ჟან პიერ სოვაჟი, ფრეზერ სტოდარტი და ბერნარდ ფერინგა.

ნობელის პრემიის კომიტეტმა ამ სამ ქიმიკოსს ეს პრემია მიანიჭა კონტროლირებადი მოლეკულების შექმნის გამო, რომელიც ქიმიის დარგში ახალ გზას გაკვალავს.

ახლა თითოეული ეს მეცნიერი მილიონი დოლარის ფულად ჯილდოს მიიღებს.

გასულ წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემია თურქ მეცნიერ-მკვლევარ აზიზ სანჯარს მიენიჭა.

შაბათს ცნობილი გახდება მშვიდობის პრემიის ლაურეატის ვინაობა.

ნობელის პრემიების დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება  



მსგავსი ინფორმაციები