ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინის დარგში ცნობილია

იგი წილად ხვდა იაპონელ მეცნიერს

581979
ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინის დარგში ცნობილია

შვეციის დედაქალაქ სტოკჰოლმში მოქმედმა ნობელის პრემიის კომიტეტმა განაცხადა, რომ 2016 წლის პრემია მედიცინის დარგში იაპონელ მეცნიერ იოშინორი ოჰსუმის მიანიჭეს.

იაპონელ მეცნიერს ეს პრემია აუტოფაგიის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების ორგანიზმში დაბერებული ან დაზიანებული უჯრედების, თვით ამ უჯრედების ლიზოსომის მხრიდან მონელების მექანიზმზე მუშაობის გამო მიენიჭა და ახლა იგი 1 მილიონი დოლარის ჯილდოს მიიღებს.

ხვალ და ზეგ ქიმიისა და ფიზიკის დარგში ლაურეატების სახელებიც ცნობილი გახდება.

რაც შეეხება მშვიდობის პრემიის ლაურეატს, მისი ვინაობა 7 ოქტომბერს გამოცხადდება.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს სტოკჰოლმში მოეწყობა



მსგავსი ინფორმაციები