ჯილვეგოზი ჰუმანიტარული დახმარების მანქანები

რეჟიმის ალყაში მოქცეული ათასობის ადამიანი დახმარებას ელის

574465
ჯილვეგოზი ჰუმანიტარული დახმარების მანქანები

სირიაში, შიდა ომის კლანჭებში მოქცეული ათასობით ადამიანი, ერთის მხრივ სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობს, მეორეს მხრივ კი, შიმშილობას ებრძვის.  

რეჟიმის ალყაში მოქცეული ხალხი დახმარებას ელოდება.

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ვერ ხერხდება სირიის ქალაქ ალეპოში. ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 40 სატვირთო მანქანის კოლონა ისევ იცდის ჯილვეგოზის საბაჟოში.

დიდი იმედები იყო დამყარებული კურბნ ბაირამის პირველ დღეს, 12 სექტემბერს გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომლის გამო, გაერომ გადაწყვიტა, ხათაის რეიჰანლის რაიონის საწყობებიდან ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს ათასობით ადამიანს.

მაგრამ, ჰათაის სასაზღვრო კარიდან გასული 40 სატვირთო მანქანის ჯილვეგოზის საბაჟოდან გასვლა, უსაფრთხოების დაუცველობის გამო, ვერ ხერხდება.

მსგავსია, იდლიპში გასაგზავნი 15 სატვირთო მანქანის  მდგომარეობა. სატვირთო მანქანებშია კვების, პირველადი მოთხოვნილების ნივთები, ბავშვების ტანსაცმელები და სათამაშოები.



მსგავსი ინფორმაციები