ჰოლივუდის წყვილები იყრებიან?!

ჯოლიმ უკვე სასამართლოს მიმართა კიდეც

574421
ჰოლივუდის წყვილები იყრებიან?!

ჰოლივუდის განთქმულმა წყვილმა, ვარსკვლავმა მსახიობებმა, ბრატ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს და ჯოლიმ უკვე სასამართლოს მიმართა კიდეც.

მსახიობთა ადვოკატების განცხადებით განქორწინების საბაბს ბავშვების მიმართ მათ შორის არსებული განსხვავებული აზრებია, თუმცა, აშშ მედიის აზრით ამ განქორწინების უკან სულ სხვა მიზეზები არსებობს და მათ შორის ყველაზე მთავარია ბრად პიტსა და ფრანგ მსახიობ ქალ მარიონ გოტილარდს შორის დაწყებული რომანი.

ზოგიერთი ცნობებით ჯოლიმ კერძო დეტექტივიც კი მიუჩინა პიტს.

ეს უკანასკნელი ფრანგ მსახიობს გაეცნო ფილმ “Allied“-ის გადასაღებ მოედანზე, რომელშიც ისინი მთავარ როლებს ასრულებენ.

პიტი და ჯოლი 2005 წლიდან 9 წლის განმავლობაში ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობდნენ და მხოლოდ 2014 წელს მოაწერეს ოფიციალურად ხელი.

მათ 3 საკუთარი ბიოლოგიური და 3 აყვანილი შვილი ჰყავთ რა, ახლა ჯოლი ექვსივე ბავშვის მეურვეობას ითხოვს.

ცნობილი წყვილის განქორწინებისას მთავარ თემათაგანი იქნება ასევე ქონების განაწილება



მსგავსი ინფორმაციები