ნიუ ორკმა გაეროს მიგრანტების პირველ სამიტს უმასპინძლა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს დაექვემდებარა

573583
ნიუ ორკმა გაეროს მიგრანტების პირველ სამიტს უმასპინძლა

ნიუ ორკმა გაეროს მიგრანტებისა და ლტოლვილების პირველ სამიტს უმასპინძლა და მასზე მსოფლიო ლიდერებმა საერთაშორისო თანამეგობრობას მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიგრანტებისათვის დამატებითი დახმარების  გაწევისა და რასიზმის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის წარმოებისკენ მოუწოდეს.

აქვე ხელი მოეწერა 1951 წელს შექმნილი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გაეროსადმი დაქვემდებარების ხელშეკრულებას.

ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, უილიამ სვინგის თქმით მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მიგრაციის ისეთი ტალღა, როგორიც არსებობს დღეს და სამწუხაროდ ტერორიზმსა და შეტაკებებს გამოქცეულებსაც კი ხშირად პოტენციურ ტერორისტებად ხედავენ.  

სამიტზე მიღებული დეკლარაციის თანახმად, მიგრანტთა მოგზაურობა სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში უნდა იქნას უზრუნველყოფილი, ხოლო ამის პარალელურად სკოლის ასაკის ბავშვების სკოლებში სიარული და მოზარდების კი სამუშაოთი უზრუნველყოფაც უნდა მოხდეს.

სამიტზე სიტყვით გამოსულმა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა   რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო და წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  შეუერთდნენ ამ კამპანიას.

სამიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდაც გაიმართა, რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ თავმჯდომარეობდა და მან ლტოლვილების მიმართ რასისტული და ისლამოფიური რიტორიკის აღკვეთისაკენ მოუწოდა.

"ექსტრემიზმი მხოლოდ გაზრდის პრობლემას რა, იგი ბუმერანგის მსგავსად უკან დაუბრუნდება მის გამომზრდელს და აქ გამოიწვევს ტერორს.  აქედან გამომდინარე  პოლიტიკოსები, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, ფრთხილად უნდა მოიქცნენ,  ვიდრე ოდესმე", განაცხადა ჩავუშოღლუმ და ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მეტ, დაახლოებით 3 მილიონამდე ლტოლვილს თურქეთი იფარავს და მათი შენახვა თანდათანობით რთულდება რა, ამიტომაც ლტოლვილთა საკითხში სასწრაფო სტრატეგიის შემუშავება მოითხოვა



მსგავსი ინფორმაციები