თურქული ლიტერატურის ცნობილი წარმომადგენელი ვედათ თურქალი გარდაიცვალა

სცენარისტი, პოეტი და მწერალი ვედათ თურქალი, ქალაქ იალოვას სახელმწიფო საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ორი დღის წინ მოათავსეს

561446
თურქული ლიტერატურის ცნობილი წარმომადგენელი ვედათ თურქალი გარდაიცვალა

თურქული ლიტერატურის ცნობილი წარმომადგენელი ვედათ თურქალი გარდაიცვალა.

სცენარისტი, პოეტი და მწერალი ვედათ თურქალი, ქალაქ იალოვას სახელმწიფო საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ორი დღის წინ მოათავსეს.

97 წლის ასაკში გარდაცვლილ ვედათ თურქალს განათლება მიღებული ჰქონდა სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე.

იგი გახლდათ მალთეფეს სამხედრო ლიცეუმისა და კულელის სამხედრო ლიცეუმის ლიტერატურის პედაგოგი. თურქალი 1951 წელში პოლიტიკური მიზეზების გამო დააკავეს და მან ციხეში 7 წელი პატიმრობაში დაჰყო.

ვედათ თურქალი სცენარებსაც წერდა და ერთი ფილმი მისი რეჟისორობითაც იქნა გადაღებული.


საკვანძო სიტყვები: #ლიტერატურა , #ვედათ თურქალი

მსგავსი ინფორმაციები