ირანის უნივერსიტეტებში თურქულადაც ისწავლიან

სწავლება სექტემბრიდან დაიწყება

552956
ირანის უნივერსიტეტებში თურქულადაც ისწავლიან

ირანის უნივერსიტეტებში სექტემბრიდან, ე.ი. ახალი სასწავლო წლიდან თურქული ენისა და ლიტერატურის სწავლებაც დაიწყება.

როგორც განაცხადეს ირანის ტესტირების და შეფასების ორგანიზაციიდან, რომელიც არეგულირებს უმაღლესი განათლების სისტემაში შესვლის პროცედურას, ახალი აკადემიური წლიდან უნივერსიტეტების ასარჩევ საგნებს შორის თურქული ენა და ლიტერატურაც იქნება.

ასე რომ წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შეეძლებათ თურქული ენის არჩევა.

ირანის 1979 წლის კონსტიტუციის მე-15 მუხლით ქვეყნის ოფიციალურ ენას სპარსული წარმოადგენს, თუმცა  ამავე მუხლით არ იკრძალება სხვა ადგილობრივ ენებზე სწავლაც



მსგავსი ინფორმაციები