სტამბოლი მზად არის მიტინგისთვის

სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ მიტინგზე, დემონსტრირებულ იქნება ერთიანობა და სოლიდარობა

546475
სტამბოლი მზად არის მიტინგისთვის

ფეტულლაჰის ტერ ორგანიზაციის პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს, 15 ივლისის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, დღეების განმავლობაში გრძელდება დემოკრატიის სადარაჯოზე დგომა, რომლის ფინალური აქცია ჩატარდება სტამბოლის, იენიკაფის მოედანზე.

 მოსალოდნელია სამ მილიონზე მეტი ადამიანის მონაწილეობა. სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ მიტინგზე, დემონსტრირებულ იქნება ერთიანობა და სოლიდარობა.

პრეზიდენტის ეგიდით ჩატარებულ ისტორიულ მიტინგს, შეუერთდებიან პრემიერი ბინალი ილდირიმი, სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) თავმჯდომარე ქემალ ქილიჩდაროღლი და ნაციონალური მოძრაობის პარტიის (MHP) თავმჯდომარე დევლეთ ბაჰჩელი.

გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ჰულუსი აქარიც, პროტოკოლის გათვალისწინებით იქნება მოედანზე.  

მოსალოდნელია ინტენსიური მონაწილეობა ხელოვნების და სპორტის სამყაროდან.

ისტორიული შეხვედრისთვის უსაფრთხოების ზომები მაღალ დონეზე იქნა გატარებული.

მოედანზე იქნება 15 ათასი პოლიციელი და 15 ათასი უსაფრთხოების პერსონალი.

მონაწილეები, სამი მთავარ შესასვლელში, კონტროლის შემდეგ იქნებიან მოედანზე დაშვებულნი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთათვის განისაზღვრა სხვა შესასვლელები. მიმსვლელისთვის გამოიყო 7 ათასი ავტობუსი.

საზღვაო გზით მისვლა შესაძლებელია 12 სხვადასხვა პუნქტიდან.

დღის განმავლობაში სამარშრუტო რეისს განახორციელებს 50 საზღვაო ტრანსპორტი.

მიტინგის მოედანზე მომსახურებაში იქნება 728 ჯანდაცვის პერსონალი.

239 შეჰიდის წარმოდგენის მიზნით, კონცერტს გამართავს 239 მეჰთერენი.



მსგავსი ინფორმაციები