აღორძინების მინისტრი კონიელების წინაშე გამოვიდა

“დასავლეთისგან პუტჩის დამგმობ განცხადებებს ველით“

540248
აღორძინების მინისტრი კონიელების წინაშე გამოვიდა

ქალაქ კონიაში მიმდინარე დემოკრატიის დაცვის მიტინგზე სიტყვით გამოსულმა აღორძინების მინისტრმა ლუტფი ელვანმა განაცხადა, რომ ხალხს  სჯერა, წინა წლებში განხორციელებული პუტჩებისგან განსხვავებით, ამჯერად ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არ შეიკვეცება და არ შეიზღუდება, ამიტომაც მხარს უჭერენ ქვეყანაში გამოცხადებულ სამ თვიან საგანგებო მდგომარეობას, რომლის პერიოდში სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებში და არმიაში თავშეფარებულ ფეტულაჰელებს მთლიანად გამოავლენენ და მთლიანად გაწმენდენ მათგან საჯარო სამსახურებს.

“15 ივლისს თურქი ხალხი მედგრად აღუდგა სამხედრო პუტჩს და ფაქტიურად ეს იყო დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვის ბრძოლა რა, ხალხმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში“, განაცხადა ელვანმა.

მისივე თქმით დასავლეთის ქვეყნები არ ელოდნენ თურქი ხალხის გმირულ წინააღმდეგობას და ახლა ანკარა მათგან პუტჩის დამგმობ განცხადებებს ელის



მსგავსი ინფორმაციები