ისმაილ ქაჰრამანის მოსაზრება

თურქეთმა მთელი თავისი ერით, შესძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთა

539851
ისმაილ ქაჰრამანის მოსაზრება

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ ისმაილ ქაჰრამანმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მოინახულეს გოლბაშის პოლიციის სპეციალური სამსახურის დეპარტამენტი. თავის მოხსენებაში ქაჰრამანმა აღნიშნა, რომ ვერავითარი ძალა წინ ვერ აღუდგება თურქეთის განვითარებას, ერთობას და სოლიდარობას.

ეროვნული ნება ეკუთვნის თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს და არა რომელიმე შეიარაღებულ ძალას ან პიროვნებას. ეს უკვე დამტკიცებულ იქნა. თურქეთმა მთელი თავისი ერით, შესძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთა.

იარაღით ხელში, პუტჩის მომწყობი ქვეყნების რიგებიდან, შევიდნენ იმ ქვეყანების რიგებში, რომლებსაც გათვითცნობიერებული აქვთ დემოკრატიის რაობა და თავის კარები დახშული აქვთ პუტჩისთვის.

ისმაილ ქაჰრამანმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა მშობლებს და ახლობლებს, მალე გამოჯანმრთელება უსურვა დაჭრილებს და დაამატა:-„წარმოიქმნა კატასტროფის სიტუაცია, მაგრამ აღიკვეთა. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი, პატრიოტული სულისკვეთება და ამაგი აქვთ პოლიციელებს, რისთვისაც მათ მადლობას მოვახსენებ“-თქვა ქაჰრამანმა.



მსგავსი ინფორმაციები