აფროდიტეს 2 ათას წლიანი ქანდაკება სტამბოლში იპოვეს
ჩატარებული კვლევების შედეგად აფროდიტეს ქანდაკება ფასდაუდებლად იქნა შეფასებული
სტამბოლში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 შეკრების დროს, კონტრაბანდისტთა წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 2 ათას წლიანი აფროდიტეს ქანდაკება იპოვეს. ოპერაციის შედეგად რომის იმპერიის დროინდელი ორი ღვინის დოქი, ორი თასი და სხვა მრავალი ისტორიული ექსპონატებიც იქნა ამოღებული. ოპერაციის შედეგად ასევე დაკავებული იქნა ორი ეჭვმიტანილი. ისტორიკოსების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად აფროდიტეს ქანდაკება ფასდაუდებლად იქნა შეფასებული, ხოლო ამოღებული სხვა ისტორიული ექსპონატები ერთი მილიონი ლირით შეფასდა. შესაბამისი სამუშაოების შემდეგ ყველა ისტორიული ექსპონატი სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმს უნდა გადაეცეს.
მსგავსი ინფორმაციები
თურქულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ცხრა ქვეყნიდან 300 განაცხადი შევიდა
თურქულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ცხრა ქვეყნიდან 300 განაცხადი შევიდა
პრეზიდენტმა ერდოღანმა სივასის კონგრესის 105 წლის იუბილეზე განცხადება გაავრცელა
პრეზიდენტმა ერდოღანმა სივასის კონგრესის 105 წლის იუბილეზე განცხადება გაავრცელა