ათენში მეჩეთის მშენებლობა არ შეჩერდება

ამის დადგენილება სახელმწიფო საბჭომ გამოიტანა

525534
ათენში მეჩეთის მშენებლობა არ შეჩერდება

საბერძნეთის სახელმწიფო საბჭომ დედაქალაქ ათენის ვოტანიკოსის უბანში მშენებლობა დაგეგმილი მეჩეთის მშენებლობის შეჩერების დადგენილება გააბათილა.

ხსენებული საბჭოს მე-4 სამმართველომ განიხილა 111 კაცის მხრიდან შედგენილი საჩივარი, რომლის მიხედვითაც მეჩეთის მშენებლობა ვითომცდა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს გარემო ბუნებაზე და ამიტომ მის შეჩერებას ითხოვენ, არ დააკმაყოფილა ეს საჩივარი, რომლის ავტორები თავიანთ თავს მართლმადიდებელ ქრისტიან ბერძენ მოქალაქეებად მოიხსენიებენ.

“სალოცავი ნაგებობების მშენებლობისას არ არის საჭირო მისი უარყოფითი ზეგავლენის გათვალისწინება, ხოლო მისი მშენებლობა რამდენად შეესაბამება კანონებს, ამის შეფასება და კონტროლი მხოლოდ ნაგებობის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, აღნიშნულია სახელმწიფო საბჭოს დადგენილებაში.

ხსენებული მეჩეთის მშენებლობის თაობაზე გამოცხადებული ტენდერი 2 წლის წინ დასრულდა და საბერძნეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისი მშენებლობისათვის 1 მილიონი ევრო გამოყო. ათენი ერთადერთი ევროპული დედაქალაქია, სადაც არც ერთი მეჩეთი არ ფუნქციონირებს  



მსგავსი ინფორმაციები