რუსები თურქეთში მიდიან

რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ჩარტერული რეისები ხვალ იწყება

524550
რუსები თურქეთში მიდიან

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხრიდან თურქეთის მიმართულებით მგზავრობის აკრძალვის მოხსნით, რუსული ტურ ოპერატორებიც კმაყოფილები არიან. რუსული ავიახაზების მიმართ მოთხოვნები გაიზარდა. ყველა ფირმამ ტურისტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დამატებითი ჩარტერული რეისების დანიშვნისათვის შესაბამის უწყებებს მიმართეს. მათ ასევე თურქეთის ავიახაზებსაც სთხოვეს დახმარება. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვალერი ოკოლოვმა საკითხთან დაკავშრებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „ამჟამად მოგზაურობის თვალსაზრისით ყველაზე დატვირთული პერიოდი გვაქვს. თურქეთში მგზავრების გასაგზავნად ჩარტერული რეისების რიცხვის გასაზრდელად ვმუშაობთ.“ გავრცელებული ინფორმაციით საბერძნეთის და კვიპროსის მიმართულებით ფრენების განმხორციელებელი ფირმები მგზავრების სიმცირის გამო რეისების თურქეთის მიმართულებით გადატანას ცდილობენ.  თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორის   (SHGM) განცხადებით რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ჩარტერული რეისები ხვალ იწყება. რუსეთ-თურქეთს შორის თვითმფრინავის კრიზისის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ჩარტერული რეისები გასული წლის 1 დეკემბერს შეწყდა.



მსგავსი ინფორმაციები