კემერონი ბრიუსელს ეწვია

იგი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება

519914
კემერონი ბრიუსელს ეწვია

ინგლისში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ პრემიერი კამერონი პირველად ეწვია ბელგიის და ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელს, სადაც შეხვდება ევროკავშირის ლიდერებს და მის ფარგლებში ჯერ ევროკავშირის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან, შემდეგ კი ევროსაბჭოს თავჯდომარე დონალდ ტუსკთან ექნება პირისპირი შეხვედრები.

დღეს საღამოს კი კამერონი ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის წარმომადგენელთან ვახშამს გამართავს.

ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის საკითხს დღეს ევროპარლამენტი საგანგებო შეკრებაზე განიხილავს.

ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლით ინგლისმა ევროკავშირი 2 წლის შემდეგ უნდა დასტოვოს, მანამდის კი აუცილებლად შესასრულებელი ვალდებულებები უნდა განახორციელოს    



მსგავსი ინფორმაციები