ერდოღანის იფტარი ჯიზრეში

პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, კიდევ ერთხელ შეხვდა ჯიზრეში, სამხედროებს იფტარის ვახშამზე

518297
ერდოღანის იფტარი ჯიზრეში
Erdoğan, cizre, iftar.jpg
Erdoğan, cizre, iftar.jpg

პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, ჯიზრეში კიდევ ერთხელ შეხვდა სამხედროებს იფტარის ვახშამზე, რომელიც არ შედიოდა ერდოღანის პროგრამაში. უფრო ადრე კი, ხუთი დღის წინ, სამხედროებთან ერთად გახსნა მარხვა მარდინში. მორალი მისცა მათ. ერდოღანმა ასე მიმართა ჯარისკაცებს, თქვენ გწამთ ღმერთი და იბრძვით სამშობლოს კეთილდღეობისთვის, PKK-ლი ტერორისტებისთვის ეს გრძნობა უცნობია. თქვენ ხართ ღვთის მორწმუნე, სამშობლოსთვის მებრძოლი გმირი წამებულების შვილები.

ჯიზრეში, ერდოღანს თანა მეგზურობას უწევდნენ გენ-შტაბის უფროსი ჰულუსი აქარი,  საზღვაო და საჰაერო ჟანდარმერიის გენერალური სარდლები, ევროკავშირში ინტეგრაციის მინისტრი და მთავარი მიმომხილველი ომარ ჩელიკი, ბუნების დაცვის და ურბანიზაციის მინისტრი მეჰმედ ოზჰასეკი.

ერდოღანმა ისიც დაამატა, რომ უკვე დასასრულს უახლოვდება ტერორისტებთან ბრძოლა, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება სახელმწიფოში სრული კეთილდღეობის დამყარება და მათი დასამარება.

ყველა ამაყობს თავის წარმომავლობით, რასით და ეს არის ყველას უფლება. არა არის ქურთი თურქზე და თურქი ქურთზე უკეთესი. გამორჩეულობა მხოლოდ ღმერთისთვის არის დამახასიათებელი-თქვა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები